ახალი ამბები
USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)​
"ათინათის" ორგანიზებით USAID-ის პროგრამის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია გაიმართა. ნიკოსეულ სასახლეში შეკრებილებმა ახალგაზრდული მიმართულების განვითარებაზე ისაუბრეს. 

ამასთან ხაზი გაესვა "ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა  ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ზუგდიდის მასშტაბით 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები იქნებიან გაერთიანებული.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი ძირითადი მიმართულებების გამოყოფა:

·       ახალგაზრდული ცენტრის ეკონომიკური ინტეგრაცია;

·       საკვანძო კომპეტენციებისა და სასიცოცხლო უნარების განვითარება;

·       ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა;

·       ამერიკული და დასავლური განათლების შესახებ ინფორმირება.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
Print