ახალი ამბები
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს საფრანგეთი ფოთში შეკერილი ფორმით ითამაშებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ფოთში შეკერილი ფორმებით ჩაატარებს.

მიმდინარე მუნდიალზე „აჭარა ტექსტილის“ მიერ დამზადებული ფორმით ასპარეზობდა პორტუგალიის ეროვნული ნაკრებიც.

„ფაქტიურად მთელი მსოფლიო გაიგებს თუ სად მდებარეობს საქართველო,სამწუხაროდ ბევრმა არც იცის საქართველო სად არის.როცა გუნდი ფინალში გადის ბუნებრივია შემდგომი შეკვეთების რაოდენობაც იზრდება და ეს ჩვენ კომპანიას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.აქამდე 15 წლიანი მუშაობის შემდეგ მოვედით,ჩვენ უკვე წლებია წამყვან კლუბებთან და გუნდებთან ვთანამშრომლობთ,“- უთხრა რადიო „ათინათს“ „აჭარა ტექსტილის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ.

„აჭარა ტექსტილს“ ტიტულოვან გუნდებთან თანამშრომლობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატი  იტალიის ეროვნულმა ნაკრებმაც საქართველოში დამზადებული ფორმებით ჩაატარა.წინა მუნდიალზე კი „დამზადებულია საქართველოში“ ხორვატიის ეროვნული ნაარების მაისურებს ეწერა.
Print