ახალი ამბები
ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ შიმშლობა შეწყვიტა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა მადლობა გითხრათ ექიმებს. რომ არა ისინი, აქ ჯდომას და საუბარს ვერ შევძლებდი. მადლობა პარლამენტის აპარატს, ასევე, ჩემს მეგობრებს. მე პირველივე დღიდან არ მქონდა განცდა, რომ ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილსა და ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს. მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კომუნიკაცია მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან, მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით. სიძულვილი არ არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ“, - აღნიშნა წითლიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 12 დღე შიმშილობდა.

ამავე თემაზე:

არ შემიძლია ვუყურო პრეზიდენტის სიკვდილს - ანა წითლიძე შიმშილობას იწყებს

მოშიმშილე ანა წითლიძესთან ექიმებს ელოდებიან

არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას - ანა წითლიძე

Print