ახალი ამბები
კვარას საჩუქარი ნაკიფუს ბაღის აღსაზრდელებს
ნაპოლის და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ტალანტმა, მისი მშობლიური სოფლის ბაღს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკიფუს ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გაუგზავნა. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" წალენჯიხის ბაღების გაერთიანების თანამშრომელმა ისაუბრა.

"32 აღსაზრდელს გადაეცა ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრები, გოგონებს თოჯინები და ბიჭებს მანქანები, ასევე პედაგოგებისთვის იყო ტორტი, ასე მიულოცა ხვიჩამ ახალი წელი ნაკიფუს ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს, სამი დღის წინ მოხდა საჩუქრების გადაცემა,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის ბაღების გაერთიანების ბუღალტერმა ნონა კვარაცხელიამ.“

წარმოშობით წალენჯიხელი ფეხბურთელის შესახებ დღეს სპორტის მაღალ ეშელონებში ბევრს საუბრობენ, მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა, თუმცა იტალიური "ნაპოლი" ქართველო შემტევის დათმობას არ აპირებს.
Print