ახალი ამბები
წალენჯიხის ბიუჯეტი ქართული ოცნების მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა
წალენჯიხის 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა 14.114 მილიონი ლარია, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე, მეორე მოსმენით მიიღეს. საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი ენმ-ს, გახარია-საქართველოსთვის და ლელოს წევრებმა დაამტკიცეს.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირეს,მათ განაცხადეს, რომ მერიამ მათ მიერ გამოთქმული არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

ბიუჯეტის დამტკიცების პირველ მოსმენაზე დოკუმენტის მიღებას მხარი "გახარია-საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა არ დაუჭირეს. ამის მიზეზად, ისინი მერიის მხრიდან დაგეგმილ არამიზნობრივ ხარჯებს ასახელებენ. მათ შორისაა ქალაქის ტერიტორიაზე მონუმენტის დადგმის ინიციატივა. 

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. 11-11 წარმომადგენელი ჰყავთ ენმ-სა და "ქართულ ოცნებას". პარტია "საქართველოსთვის" 3 მანდატი აქვს. ერთი დეპუტატი კი "ლელოდანაა".
Print