ახალი ამბები
29 წელი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა.


1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პრეზიდენტი თავდაპირველად სამეგრელოში დაკრძალეს, მოგვიანებით კი ჩეჩნეთში გადაასვენეს. საბოლოოდ, 2007 წლის 28 მარტს ზვიად გამსახურდიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

Print