ახალი ამბები
შესაძლოა დღეს ზუგდიდში ნიკა მელია ჩამოვიდეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სოლიდარობის აქცია ზუგდიდში 18:00 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სკეიტ-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ზუგდიდში პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასაც ელოდებიან.

მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება.
Print