ახალი ამბები
"ბატონების" "მკურნალობის" რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ინფექციურ დაავადება "ბატონებთან" დაკავშირებულ  რიტუალურ ქმედებებს, სიმღერას და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, სამეგრელოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2023 წლის 9 იანვარს გამოცემული ბრძანების შესაბამისად, "ბატონებთან" დაკავშირებული რიტუალების გარდა, არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი კიდევ ხუთ ობიექტს მიენიჭა:

"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები";

"გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია";

"რთვლის ტრადიცია საქართველოში";

"მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი";

"მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია";

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა.

ერთი თვის ვადაში ჩამოთვლილი ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
Print