ახალი ამბები
ჭალადიდში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჭალადიდის გამგებლის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა სამი ხე მოგლიჯა. პირველი შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა, დაზიანებულია ადგილობრივი მაცხოვრებლის კუთვნილი მანქანა.

ბოლო ცნობებით დილის საათებში კიდევ ორი ხე წაიქცა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თავისუფალია საავტომობილო მოძრაობაც.

"ერთი ხე წუხელ წაიქცა, მანქანას დაეცა. სულ ახლახან კიდევ ორი ხე წაიქცა, არავინ დაშავებულა. ახლაც ვმუშაობთ შემთხვევის ადგილზე. ფოთი-ჭალადადიდის დამაკავშირებელ გზაზე მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან", - უთხრა რადიო "ათინათს" სოფელ ჭალადიდის გამგებელმა ზვიად გვარამიამ.

ქარის გამო პრობლემებია სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
Print