ახალი ამბები
სამეგრელოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით სამეგრელოში მომდევნო დღეებში ძლიერი ქარი შენარჩუნდება. 13 იანვრის ღამით სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.

15 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან კი ქარი სავარაუდოდ ჩადგება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ მიაწოდა. მისივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში დღისით საშუალო ტემპერატურა 5-7 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 3 გრადუსამდე დაიწევს.

რეგიონის მასშტაბით სტიქიამ პრობლემები შექმნა

მუნიციპალიტეტების ნაწილს ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდება


Print