ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბილეთების დაბრუნებას სთავაზობს - მიზეზი მოსალოდნელი შეფერხებებია
"საქართველოს რკინიგზა" ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს შეძენილი ბილეთების დაბრუნებას სთავაზობს. ამის მიზეზი დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღიანი სტიქიაა. რკინიგზაში განმარტავენ, რომ ძლიერმა ქარმა საკონტაქტო ქსელები დააზიანა, რაც ძაბვის გადაცემის პრობლემებს ქმნის, ამან კი შესაძლოა მატარებლის მოძრაობის შეფერხება გამოიწვიოს.

"დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი კიდევ ორი დღე გაგრძელდება.


ამავე თემაზე: 

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სენაკში შეფერხდა
Print