ახალი ამბები
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.

სახელმწიფო დაწესებულებებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საგანგებოდ გამოიფინა საქართველოს ეროვნული დროშები.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

Print