ახალი ამბები
სამეთვალყურეო კამერების ჩართვის თარიღი გადაიდო-ზუგდიდის მერია ახალ ტენდერს აცხადებს
169 ახალი კამერა, რომელიც ზუგდიდში და მეზობელ ქალაქებთან დამაკავშირებელ გზებზე დამონტაჟდა, მას შემდეგ ჩაირთვება, რაც მუნიციპალიტეტის მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს და კამერების მიმდებარედ ვიდეო კონტროლის მიმდინარეობის გამაფრთხილებელ ნიშნებს განათავსებს. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კამერები უკვე ტექნიკურად გამართულია, თუმცა ტენდერის გამოცხადების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.


ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის ახალი კომპლექტი გასულ წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეიძინა. ჯამში 169 კამერის შესაძენად 2 684 000 ლარი დაიხარჯა. მოწყობილობები ექსპულატაციაში შესვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაცემა.


Print