ახალი ამბები
მიწის სისტემური რეგისტრაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება, პროგრამის განხორციელება გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ითვალისწინებს წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით მიწის ნაკვეთების აზომვას, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიებას და საკუთრების რეგისტრაციას.

"საჯარო რეესტრი საკუთარი ინიციატივით წარმართავს რეგისტრაციის მთლიან პროცესს და მოქალაქეს სრულიად უფასოდ გაუწევს შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;  უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;  გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;  ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. მიწის სისტემური რეგისტრაცია მოიცავს ეტაპებს: მიწის ნაკვეთების აზომვა; დოკუმენტების მოძიება; საჯარო გამოცხადება; მონაცემების გადამოწმება;  რეგისტრაცია," ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადები შემდეგი წესით განისაზღვრა.

თებერვალი: ცაიში, ცაცხვი

ივლისი: ოქტომბერი, დავითიანი

ოქტომბერი​: კორცხელი

ნოემბერი: ბაში, ნაცატუ, ოდიში, ჩხოუში ,ყულიშკარი , რიყე, რუხი, ნაწულუკუ, ჩხორია, ტყაია , ზედაეწერი ჭაქვინჯი, ახალსოფელი, ოფაჩხაფუ, უჩაშონა, ჯუმი, ჭკადუაში , გრიგოლიში 

დეკემბერი:კახათი, ახალკახათი,ურთა, ახალაბასთუმანი ,შამგონა, აბასთუმანი, შამადელა, ხეცერა, ნარაზენი ინგირი, ოირემე ,​ჭითაწყარი

2024 წლის იანვარი: დარჩელი, კიროვი, დიდინეძის, კახათი, კოკი, ხურჩა, ერგეტა, ცვანე, ანაკლია, ორსანტია ორულუ, განმუხური, ქალაქი ზუგდიდი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უკვე დასრულებულია სოფელ ჯიხაშკარში. აქ პროგრამის განხორციელება გასული წლის ნოემბერში დაიწყო.
Print