ახალი ამბები
ზუგდიდში ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა
ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე ოპელის მარკის მანქანა მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა. ინციდენტი დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
Print