ახალი ამბები
სტიქიამ სამეგრელოს 6 მილიონ ლარამდე ოდენობის ზიანი მიაყენა
სამეგრელოს შვიდ მუნიციპალიტეტში ოთხი დღის განმავლობაში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ჯამში 6 მილიონ ლარამდე ოდენობის ზიანი მიაყენა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი ასეთია: დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის 2839 კერძო საცხოვრებელი სახლისა და 93 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი. სხვადასხვა დაზიანება 37 საჯარო სკოლის, 16 საბავშო ბაღის, 11 ადმინისტრაციულ შენობისა და 2 ამბულატორიის.

ამასთან, ძლიერი ქარის დროს რეგიონში დაშავდა ოთხი ადამიანი.

რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, გაზი და წყალი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამის კომპენსაციებსაც გადაუხდიან და სხვადასხვა დახმარებას აღმოუჩენენ.

ამავე თემაზე:

სტიქიის მესამე დღის შედეგები სამეგრელოში - აბაშაში ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

საფრთხის გამო ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს შლიან

სტიქიამ სამეგრელოში 600-მდე სახლი დააზიანა - გიორგი გუგუჩია

სენაკში ხე მიკროავტობუსს დაეცა - დაშავებულია სამი ადამიანი

სენაკში დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

მოგლეჯილი ხეები, გათიშული ელექტროენერგია - სტიქიის მეორე დღე სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
Print