ახალი ამბები
სამეგრელოში 20 იანვრიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი
კოლხეთის დაბლობზე 20-23 იანვრს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარის სიმძლავრე ზოგიერთ რეგიონში 30 მ/წმ-ს  მიაღწევს.

"20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს,"- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
Print