ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე ჭითაწყარის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტოიოტას მარკის ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. ინციდენტი გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. რადიო "ათინათს" ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
Print