ახალი ამბები
კელი დეგნანი: ქართველების უმეტესობას რუსეთთან ფრენებს ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან
ამერიკის ელჩმა რუსეთ - საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდეგნის შესახებ ისაუბრა. კელი დეგნანის თქმით, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან. 

"რამდენადაც საქართველოს ისტორიიდან გავიგე, ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც მიცემულ პირობებს რუსეთი საუკუნეებია არღვევს. რუსეთი ცდილობს საქართველოს წაართვას იდენტობა, ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები. არ ვიცი, აქვთ თუ არა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა, თუკი მათ ეს სურთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

რუსეთ - საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 18 იანვარს ისაუბრა. სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ფრენები თბილისსა და მოსკოვს შორის მალე აღდგება. 

Print