ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამეგრელოში
სინოპტიკოსების პროგნოზით სამეგრელოში ქარი ხვალიდან ჩადგება. საშუალო ტემპერატურა კი მომდევნო კვირის განმავლობაში 16-18 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდი  28 იანვრამდე შენარჩუნდება. 

"ქარი დღესაც შენარჩუნდება, თუმცა ეტაპობრივად შესუსტდება. დღეს საშუალოდ ტემპერატურა 18 გრადუსამდე მიაღწევს, ხვალ ერთი გრადუსით დაიწევს. ქარი ხვალიდან შეწყდება. სამეგრელოში უნალექო ამინდი 28 იანვრამდე შენარჩუნდება,"- უთხრა რადიო "ათინათს" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ.
Print