ახალი ამბები
მეგრული შებოლილი სულუგუნი მსოფლიოს საუკეთესო ყველის რეიტინგში მოხვდა
პოპულარული კულინარიული ჟურნალი "თეისთ ატლასი" საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს საუკეთესო ყველის რეიტინგს აქვეყნებს. ბელგიური ჟურნალის ყურადღების ცენტრში შებოლილი მეგრული სულუგუნი და კიდევ ოთხი სახეობის ქართული ყველი მოექცა.

"სამეგრელოში წარმოშობილი შებოლილი სულგუნი ან შებოლილი მეგრული სულგუნი არის ქართული ყველი, რომელიც მზადდება ძროხის, თხის, კამეჩის რძისგან ან ამ სამის კომბინაციით. ამ ნახევრად მყარ ყველს ქერქის ქვეშ მკვრივი, ელასტიური ტექსტურა  აქვს. ქერქი ხისტია და შებოლვის პროცესის გამო ოქროსფერი ან მუქი ყავისფერია. შებოლილი სულგუნი არაჩვეულებრივად დნება და რეკომენდირებულია მიირთვათ ღომთან ერთად, რომელიც სამეგრელოში მთავარი პროდუქტია,"- ვკითხულობთ ცნობილი კულინარიული ჟურნალის "თეისთ ატლასის" ოფიციალურ გვერდზე.

ბელგიური ჟურნალის რეიტინგში შებოლილ მეგრულ ყველთან ერთად ქართული სულუგუნი, იმერული ყველი, ტენილი და დამბალხაჭო მოხვდა.
Print