ახალი ამბები
ფოთში ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 9 759 167 ლარი დაიხარჯება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფოთში "დიდი" კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის 9 759 167 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

საპროექტო სამუშაოები შპს "ნაპირდაცვამ" ჩაატარა. პროექტის მიხედვით  ავარიული უბნის სიგრძე 1915 მეტრს შეადგენს.

კონტრაქტორმა კომპანიამ პირველ ეტაპზე სანაპირო ზოლის გასწვრივ  არსებული ქვანაყარი ბერმის სამაგრი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი უნდა მოახდინოს. შემდეგი კი დაზიანებული უბნის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს, დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოები რვა თვეში უნდა დასრულდეს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაინტერესებული კომპანიებისგან წინადადებებს ექვსი მარტის ჩათვლით მიიღებს. 


Print