ახალი ამბები
რუხში იმ საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა, სადაც მცირეწლოვნები ცხოვრობენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავეჯისა და ნივთების ნაწილი სრულად დაიწვა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სახლში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მცირეწლოვნებიც ცხოვრობენ.

ხანძრის ლოკალიზება სახანძრო-სამაშვებლო ბრიგადებმა მოახერხეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა, გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზედ უცნობია.
Print