ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
"ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიულ არჩევნების შედეგები ცნობილია. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მას ამომრჩეველთა 52.58%-მა დაუჭირა მხარი. ნიკა მელიამ კი ხმების 40% მიიღო. 

ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა - 52.58%

ნიკა მელია - 16 476 ხმა - 40%

ნონა მამულაშვილი - 1 537 ხმა - 3.73%

გიორგი მუმლაძე - 1 516 ხმა - 3.68%

არჩევნების შედეგების შესახებ ჟურნალისტებთან საარჩევნო კომისიის თავმჯდმარემ კობა ნაყოფიამ ისაუბრა. მისი თქმით პარტიის ონლაინ კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 41 264 პირმა მიიღო.
Print