ახალი ამბები
საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშავერია.

ამავე ცნობით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია. ქალების უმეტესობა კი ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.

აქვე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გამოკითხულ უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ  ან შესაფერისი ანაზღაურებით ვერ პოულობს.


„სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.

იმ გამოკითხული მოსახლეობიდან, რომელიც ამბობს რომ დაუსაქმებელია, 49% ეძებს სამსახურს, ეძებს მაგრამ ვერ პოულობს შესაფერისი ანაზღაურებით - 20%, არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით -16%; დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს - 8%; ეძებს, მაგრამ ვერ იპოვა შესაფერისი სამუშაო პირობებით (ანაზღაურების გარდა) -5%“, - ვკითხულობთ კვლევაში.

გამოკითხულების უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

ამასთან, რესპონდენტების მკვლევარებს უთხრა, რომ საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს. პატარა ქალაქებში, სოფლის ტიპისა და უმცირესობათა დასახლებებში, დიდ ქალაქებთან შედარებით, თავიანთი ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო მეტი ადამიანი აფასებს ცუდად.



ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

Print