ახალი ამბები
NDI-ის მიერ გამოკთხულთა 61% ფიქრობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს
NDI-ის მიერ ბოლო კვარტალში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% ფიქრობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ერთი პარტია მაინც რომელიც, თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი პასუხობს, რომ არა. 31 პროცენტი- დიახ, 6 პროცენტმა არ იცის, 3 პროცენტმა კი პასუხზე უარი დააფიქსირა.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.
Print