ახალი ამბები
ემიგრაციაში წასვლაზე ყოველი მეხუთე მოქალაქე ფიქრობს - კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყოველი მეხუთე მოქალაქე ფიქრობს. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ წასვლა უფრო მეტად სურთ 50 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის პირებს. მათგან ემიგრაციაში წასვლა ყოველ მესამეს უნდა ან განიხილავს.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია.

Print