ახალი ამბები
ზუგდიდიდან ენმ-ს ყრილობას ხუთი წევრი დაესწრება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას, რომელიც დღეს თბილისში იმართება, ზუგდიდის ორგანიზაციიდან ხუთი ადიამიანი დაესწრება, მათი ნაწილი კი შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერდა. ყრილობაზე დამსწრეებს შორის საკრებულოს წევრებიც არიან, თუმცა შეკრებაზე ზუგდიდიდან ხელმძღვანელი პირები არ ჩასულან.

დღეს პარტია ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარედ ოფიციალურად გააფორმებს. ამავე ყრილობაზე გადანაწილდება პარტიული თანამდებობებიც   

Print