ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიაში 3 კოშკს რეაბილიტაციას ჩაუტარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემში 3 კოშკის რეაბილიტაციას გეგმავს. სამინისტრომ 87 261 ლარის ოდენობის ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ნესგუნში არსებულ ლაშა გულედანის და მიშა გულედანის კოშკებს და სოფელ სოლში გისა ხაფთანის კოშკს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჩასატარებელი სამუშაოების სახეობა სამივე კოშკის შემთხვევაში იდენტურია. მოეწყობა ახალი სახურავი და განხორციელდება ნაგებობის გამაგრებითი სამუშაოები. 


Print