ახალი ამბები
ბადრი ესებუას უფლებადამცველი დღეს შეხვდება
ბადრი ესებუას ადვოკატი დაკავებულს დღეს ქუთაისის ციხეში მოინახულებს. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" სოსო ჯანაშიამ თავადვე ისაუბრა. უფლებადამცველის თქმით, მისთვის ესებუას დაკავების დეტალები უცნობია. უახლოესი სასამართლო პროცესი კი, რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველად დაესწრება, 20 თებერვალს არის ჩანიშნული.

"დაკავების გარდა სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. დღეს შევხვდები ქუთაისის ციხეში. სასამართლო პროცესი 20 თებერვალს გვაქვს ჩანიშნული. თავდაპირველად ინფორმაცია ბადრი ესებუას დაკავების შესახებ მედიით მივიღე და პროკურორთან გადავამოწმე," - გვითხრა სოსო ჯანაშიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გამთენიისას დააკავეს

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: 

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შსს ბადრი ესებუას დაკავებას ადასტურებს (ვიდეო)

ბადრი ესებუა დააკავეს
Print