ახალი ამბები
ბოლო წლებია, ჩემი შვილი თვალით არ მინახავს - ბადრი ესებუას მამა

ომიანე ჯიქია, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს, ესებუების ოჯახის ნათესავია.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის მამამ ისაუბრა.

ტარიელ ესებუას თქმით, საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ოჯახს ძებნილ ესებუასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"დაკავებულია, თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს, ეგეც იცით. სხვა მე არაფერი ვიცი. ტელევიზიით რაც გავიგე, თქვენც იცით. ომიანე ჯიქია ჩემი მეუღლის ბიძაა. ერთხელ ვარ ნამყოფი მის სახლში, 5 წლის წინ დაკრძალვაზე. არაფერი არ ვიცი სხვა. რაც ის ამბავი მოხდა, ბადრისთან ჩემ ოჯახს კონტაქტი არ ქონია,"- აღნიშნა ჟურნალისტებთან ტარიელ ესებუამ.

ბადრი ესებუა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ ჯიხაშკარში დღეს გამთენიისას აიყვანეს. გამოკითხვაზეა გადაყვანილი ომიანე ჯიქია, პირი, ვის სახლშიც ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ესებუა იმყოფებოდა.


ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


 




ამავე თემაზე:


კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)

მამაკაცი ვის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

ბადრი ესებუას უფლებადამცველი დღეს შეხვდება
Print