ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა მარტვილში
მარტვილის ცენტრში, ლოზუნგით -თავისუფლება მიშას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ნაწილი, მხარდამჭერებთან  ერთად შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ან მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ეს იმ აქციათა ციკლის ნაწილია, რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით ლევან ხაბეიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ დაანონსდა.

"ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყნისთვის ბრძოლა აუცილებლად ეფექტური იქნება. სწორედ ის,რომ დღეს აქ მარტვილში, ქობულეთში, სამტრედიაში, საგარეჯოში, გუშინ სხვა მუნიციპალიტეტებში. ყოველდღიურად პროტესტის მუხტი უფრო და უფრო მძლავრი იქნება. იმისთვის,რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს სიმართლემ რათა ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოჰქონდეს არაფორმალურ ადამიანს რომელსაც სახელმწიფო უწყებები უზურპირებული აქვს,"- განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით  პერმანენტულ აქციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გეგმავენ.
Print