ახალი ამბები
წალენჯიხაში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
წალენჯიხაში, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც. მისი თქმით, წალენჯიხაში მიმდინარე აქცია იმ დაანონსებული, უწყვეტი პროტესტის ნაწილია, რომელიც მან თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამოაცხადა.

დემონსტრაცია ლოზუნგით "თავისუფლება მიშას" საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე ჩატარდა.


ამავე თემაზე: 

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია სენაკშიც გაიმართა

ფოთში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს
Print