ახალი ამბები
წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ამოქმედდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ძალაში დღეიდან შევა. ამის შესახებ გია ხარჩილავამ ისაუბრა. წალენჯიხის მერის თქმით, მოსწავლეებს და მშობლებს დღეს გადაეცათ სპეციალური საბანკო ბარათები. 

ყოველდღიური კვებითი უზრუნველყოფისთვის, თითო მოსწავლისთვის, წალენჯიხის ბიუჯეტიდან 4 ლარი განისაზღვრა. ბარათების გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი.

"სოციალური ფონიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში მშობელს არ აქვს შესაძლებლობა ბავშვს გააყოლოს სკოლაში კვებისთვის ის მინიმალური თანხა, 3-4 ლარი. ამით გვაქვს სოციალური უთანასწორობა. დეპრესიაშია მშობელი, ბავშვი ვერ ახერხებს სრულფასოვან განვითარებას. ამ აქტით, რომელიც წელს პირველ კლასელებისთვის განხორციელდა, მომავალ წელს მეორე, მესამე კლასებს გაჰყვება. დღეს მშობლებს და ბავშვებს გადაეცემათ საბანკო ბარათები, რის შემდეგაც შეძლებენ ამ სერვისით სარგებლობას. თანხა უკვე დღეს დაირიცხება ბარათებზე,"- უთხრა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ ჟურნალისტებს.

წალენჯიხის მერის თქმით, პირველკლასელთა კვებითი უზრუნელყოფის პროგრამა, მომდევნო წლეებში განვითარდება და სხვა დაწყებით კლასებსაც მოიცავს.



ამავე თემაზე:

4 ლარი წალენჯიხელი პირველკლასელებისთვის - კვების პროგრამა თებერვლიდან ამოქმედდება
Print