ახალი ამბები
თბილისიდან მომავალ გზაზე ხობის მკვიდრები ავარიით დაიღუპნენ
თბილისიდან ზუგდიდისკენ მომავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ხობის მუნიციპალიტეტის ორი მცხოვრები ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები  25-წლამდე მამაკაცები არიან.

მათი ცხედრები ჯერ საკუთარ სახლში არ მოუსვენებიათ.
Print