ახალი ამბები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული
დაბალი ტემპერატურისა და მოსალოდნელი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განცხადებით,  საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print