ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იწყება ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი. ბრალდებული უკვე მოიყვანეს პროცესზე. როგორც სხდომის დაწყებამდე მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, ოდოროლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე ისინი თანახმა არიან, რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსერტიზას, დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ ეთანხმება.

ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მამაკაცი, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს, პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)

ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს
Print