ახალი ამბები
ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან
​ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეები, საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი პირები იკითხებიან.

მოწმეები ბანკში ნიღბიანი მძარცველის შემოსვლის პირველი წუთებიდან, დაწესებულების დატოვებამდე სრულ სურათს იხსენებენ. ერთ-ერთი მოწმის თქმით, დამნაშავე მძევლებს სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდებოდა.

დაცვის მხარის კითხვას, ჰგავს თუ არა ბადრი ესებუა იმ პირს ვინც საქართველოს ბანკში შეიჭრა, მოწმემ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, მისი თქმით მძარცველის სახე მთლიანად დაფარული, თვალები კი შავად ჰქონდა შეღებილი.

პირველი მოწმე, რომელიც პროცესზე დაიკითხა მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ატირდა.

"მისი შემოსვლა, ყვირილი, ეს მუქარა, რომ ყველას დაგხოცავთ. მისი ბრძანების გარდა ვერაფერს ვაკეთებდი, შოკში ვიყავი.  იმ დღიდან გასულია 2 წელი და ოთხი თვე, დღე არ გასულა, რომ ეს შოკირებული დღე ჩემთვის ვინმეს არ გაეხსენებინა. ფიზიკურად არ მქონია საშუალება, რომ ეს დღე დამევიწყებინა და ამომეგდო ჩემი თავიდან", - თქვა მან.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.


ამავე თემაზე:


ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

პროკურატურამ ბადრი ესებუას კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა
Print