ახალი ამბები
ხვალიდან სამეგრელოში გამოიდარებს - როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი
სინოპტიკოსების პროგნოზით ხვალიდან სამეგრელოში გამოიდარებს. 24 თებერვლიდან ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს, შაბათს ძლიერი ქარია მოსალოდნელი, 26 თებერვალს კი მზიანი ამინდია ნავარუდები. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ ისაუბრა.

"ხვალიდან სამეგრელოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შაბათს 17 გრადუსამდე დათბება, თუმცა ძლიერი ქარია მოსალოდნელი. კვირას უნალექო დღე შენარჩუნდება და 20 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა,"- უთხრა რადიო "ათინათს" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ.
Print