ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი
27-28 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. ამავე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს პროგნოზით, 1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი 4-6 გრადუსით დაიკლებს.

Print