ახალი ამბები
"არ დაელოდო ანგელოზებს" – ნიკა ლაშხიამ ახალი წიგნი გამოსცა
"არ დაელოდო ანგელოზებს" – ასე ჰქვია ნიკა ლაშხიას მეორე კრებულს, რომელიც სრული ტირაჟით მარტში გამოვა. ავტორის თქმით, წიგნის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება. 

ნიკა ლაშხია განმარტავს, რომ კრებულში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებია შესული, თითოეული მათგანი კი სოციალური თემატიკის ქვეტექსტს ატარებს.

"ეს არის ჩემი რიგით მეორე კრებული - სოციალური კოდებია სხვადასხვა ლექსში. სათაური "არ დაელოდოთ ანგელოზებს" ერთ-ერთი ლექსის ქვეტექსტიტდან არის ამოღებული. მესიჯს ატარებს, ჩემი აზრით , შეიძლება მკითხველმა სულ სხვა რამ აღმოაჩინოს. ჩვენ თვითონ უნდა შევცვალოთ რაღაცები და ვიღაცის იმედად არ უნდა დავრჩეთ, რომ ვიღაც გმირი, ანგელოზი ან წმინდანი მოვა და ჩვენ საკეთებელს გააკეთებს,"- უთხრა რადიო "ათინათს" ავტორმა.

ნიკა ლაშხიას ლექსების პირველი კრებული- "დონორი" 2018 წელს გამოიცა. "არ დაელოდო ანგელოზებს" - გამომცემლობა "ინტელექტი" დაბეჭდავს.
Print