ახალი ამბები
სამეგრელოში 10 შენობის დემონტაჟი იგეგმება
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიღებული განკარგულების ფარგლებში  "ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ", პროექტის პირველ ეტაპზე სამეგრელოში 10 შენობა აღირიცხა, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის პრესსამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია. 

"პირველი ეტაპის ფარგლებში სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ 10 მუნიციპალური შენობაა რომელთა დემონტაჟიც იგეგმება. მარტვილის, სენაკის და აბაშის ტერიტორიაზე შეირჩა ნაგებობები რომლებიც ტურისტულ ზონებთან და ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. შემდეგი ეტაპები უკვე სხვა ქალაქებს მოიცავს,"- უთხრეს რადიო "ათინათს" სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პრეს სამსახურში.

მარტვილის, აბაშის და სენაკის მუნიციპალურ ბალანსზე არსებული 10 შენობა - ნაგებობის დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება. "სამეგრელო - ზემო სვანეთის" მხარის პრესამსახურის ინფორმაციით პროექტის მომდევნო ეტაპები სხვა ქალაქებს მოიცავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მთელი ქვეყნის მასტაბით სულ გამოვლინდა 1 263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი, - დემონტაჟს. 


ამავე თემაზე:

მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელიც იერსახეს ამახინჯებს - საქართველოს მთავრობა

Print