ახალი ამბები
უცხოური გავლენის აგენტები - ზუგდიდელი აქტივისტის პროტესი მერიის კედელზე
სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა "დროას" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მერიის შენობაზე გაკეთებული წარწერის ფოტო საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ასე ეხმიანება ადგილობრივი აქტივისტი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ პროექტს "უცხოური გავლენის აგენტებზე".

"ზუგდიდის მერიას იმაზე მეტი გრანტი აქვს აღებული, ვიდრე მე, ამ სამ წელში. არც აგენტად დავრეგისტრირდები და არც თქვენ გადაგიხდით ჯარიმას", - წერს ის სოციალურ ქსელში.

საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპირებენ. "ხალხის ძალის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერას მმართველ გუნდშიც გეგმავენ.


ამავე თემაზე: 

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

Print