ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოში პროცესს დღეს ბადრი ესებუა ისევ დაესწრება
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მორიგი პროცესია ჩანიშნული. სხდომას დღეს დაესწრება ესებუაც, რომელიც სასჯელს ბათუმის ციხეში იხდის.

სასამართლო დღის ოთხი საათიდან ბრალდების მხარის მოწმეებს, მათ შორის ყოფილ მძევლებს მოუსმენს.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ბადრი ესებუას პროცესზე მძევლები იკითხებიან

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს

კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)

ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა

Print