ახალი ამბები
ანა წითლიძე იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზააციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, დარბაზიდან გააძევეს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო რამდენჯერმე გამოაცხადა ტექნიკური შესვენება. მისივე მოწოდებით, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბოტკოველს, ასევე პარლამენტის წევრებს სალომე სამადაშვილს ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას და თაკო ჩარკვიანს.

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ პროექტებს სახელწოდებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საკნონმდებლო ორგანოში ამ წუთებში განიხილავენ. პარალელურად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპორტესტო აქცია მიმდინარეობს.



ამავე თემაზე:


"მოგიწოდებთ მშვიდობიანი პროტესტისკენ"- თამარ ბელქანია სტუდენტებს

რუსუდან ყალიჩავა: ჩვენი საქმიანობა და პროექტები ყოველთვის იყო და იქნება გამჭვირვალე


სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადება


Print