ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც 40 დეპუტატი ესწრება, ჟიული შარტავას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. დღეს ეროვნული გმირის დაბადების დღეა.

დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა საკითხს განიხილავენ. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც.

1993 წელს როდესაც რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა სოხუმი აიღეს, გენერალ-მაიორმა ჟიული შარტავამ ქალაქი არ დატოვა, ის  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო. იმავე დღეს, 27 სექტემბერს, სეპარატისტებმა იგი დახვრიტეს. 

2004 წელს ჟიული შარტავას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია "წმინდა გიორგის" ოქროს და "ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენებით.
Print