ახალი ამბები
ზუგდიდში შშმ ბავშვებს აკვათერაპიას წელსაც დაუფინანსებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველ სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საცურაო აუზის საშუალებით თერაპიულ სეანსებს ისევ დაუფინანსებს. აღნიშნული მომსახურების უზრუნველსაყოფად 28 800 ლარის მოცულობის ტენდერი უკვე გამოცხადდა. 

"გასაწევი მომსახურება გულისხმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულების მქონე), 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის (ბავშვთა ცერებრული დამბლა; სხვა პარალიზური სინდრომები; განვითარების ეტაპების დაყოვნება) მქონე 15 ბავშვისთვის უფასო ფიზიკურ-გამაჯანსაღებელი (AQUA) თერაპიის ჩატარებას", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ საიტზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, სეანსები თვეში მაქსიმუმ 8-ჯერ უნდა ჩატარდეს, ხანგრძლივობა კი მინიმუმ 1 საათს უნდა შეადგენდეს.

აღნიშნული პროგრამა უკვე მესამე წელია ხორციელდება.



Print