ახალი ამბები
„Svaneti Freeride Week 2023“ - ექსტრემალურ სათხილამურო შეჯიბრი თეთნულდის მთაზე ჩატარდება
15-დან 19 მარტის ჩათვლით თეთნულდის სათხილამურო კურორტი ექსტრემალურ სათხილამურო შეჯიბრს  უმასაპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. კვირეულის ფარგლებში მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები გაიმართება.

ფრირაიდი - გაუკვალავ თოვლში სრიალი, სათხილამურო სპორტის ერთ - ერთი სახეობაა, რაც ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას გულისხმობს.

შეჯიბრის ორგანიზატორია „White Rabbit“-ის გუნდი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, შვედეთის საელჩო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა.




Print