ახალი ამბები
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე დროებითი შეზღუდვა წესდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ150–კმ152 მონაკვეთზე, სოფელ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაგეგმილი სამუშაოების გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს 18:00სთ-მდე აკრძალულია. ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების ინფორმაციით შეზღუდვა სხვა სახის ავტომობილებს არ ეხება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ150–კმ152 (სოფ.ხევი) მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც 2023 წლის 15 მარტს 11:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია,"- ვკითუხლობთ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში და გზის სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
Print