ახალი ამბები
მესტიაში სასტუმრო "ფოსტას" ხანძარი გაუჩნდა
მესტიაში წუხელ გვიან ღამით სასტუმრო "ფოსტაში" ხანძარი გაჩნდა. დამწვარია შენობის მესამე სართული. რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრეებთან ერთად, მესტიის აეროპორტის მაშველებიც იყვნენ ჩართული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. ცეცხლის კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Print